20:01 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 22:51:43, 722 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - მგზავრთნაკადისა და ავიარეისების ზრდის შესაბამისად, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტების განვითარება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს, პანდემიამდელ ანუ 2019 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა 85%, ხოლო რეისების აღდგენის მაჩვენებელმა 88% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვიცე-პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, დაგეგმილია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება, ასევე 50 000 მგზავრზე გათვლილი ახალი სამგზავრო ტერმინალისა  და  სანავიგაციო კოშკურის მშენებლობა თელავის აეროპორტში, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება, რომელიც ნებისმიერი ზომის საჰაერო  ხომალდს მოემსახურება.

მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს" შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც  საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენების შესრულება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის,  ნიუ დელისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება.

„2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელს მგზავრების რეკორდულ ოდენობას - 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750,000-ს მიაღწევს. აღსანიშნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც, ერთი წლის ჭრილში, პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მეტი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ვიმუშავეთ ჩინეთთან მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხებზე და შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთანაც გვექნება დაკავშირებადობა" - განაცხადა მინისტრმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
გერმანია უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს
ბერლინში ზელენსკის, უიტკოფის, კუშნერისა და მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი