|
2023-10-04 19:54:41, 887 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საქართველო დასახელდა იმ წამყვან ექსკლუზიურ ქვეყნებს შორის, რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად
ლევან დავითაშვილის შეფასებით, უდიდესი აღიარება ის ფაქტი, რომ 2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, რასაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლის სტატუსი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ ღირსეული მასპინძლობა გაუწიოს 3000-მდე წამყვან ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა 2024 წელს ფრირაიდის მსოფლიო ტურის სვანეთში ჩატარების მნიშვნელობა, რაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. „საქართველო დასახელდა იმ წამყვან ექსკლუზიურ ქვეყნებს შორის, რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად, ეს ქვეყნებია: კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია და ავსტრია. საამაყოა, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი. ამით ძალიან გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა, გაძლიერდება ჩვენი ტურისტული ბრენდი და გვეყოლება კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე", - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ამ აღიარებას ხელი შეუწყო წარმატებით ჩატარებულმა სხვადასხვა მაღალი დონის ღონისძიებამ, მათ შორის ბაკურიანში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. წარმატებულ ღონისძიებებს შორის ლევან დავითაშვილმა ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე საქართველოს ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა დაასახელა. „შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და კურორტების განვითარება, ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ აბასთუმნის კურორტი, სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ 2025 წლის დასაწყისში ვუმასპინძლოთ ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საუბარია დაახლოებით 16 სასტუმროზე - აქ იქნება როგორც ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, ისე ადგილობრივი, შედარებით დაბალბიუჯეტიანი განთავსების ობიექტები. არსებული კურორტების განვითარების პარალელურად, სწორი დაგეგმვა-განვითარებისთვის შესწავლილია 200-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



