19:26 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 19:42:30, 1354 ნახვა

რეგიონი
კასპის საჯარო სკოლის 50 მოსწავლეს, რომელთაც სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ

კასპის ტექნოპარკში კასპის საჯარო სკოლის 50 მოსწავლეს, რომელთაც 2022/2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, კომპიუტერები მოსწავლეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს.

"წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა დამსახურებული ჯილდო და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზეც", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics