14:23 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 18:01:24, 812 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიოს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე

ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობა და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების რეალიზება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით უნდა იქნას გამოყენებული  პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების ყველა მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა.

„მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა სხვადასხვა ქვეყანასთან საქართველოს მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკისა და ამ კუთხით არსებული სტატისტიკის შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე, რომლის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით,  დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი. შეთანხმებას ხელი 2023 წლის 10 ოქტომბერს მოეწერება. მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით,  45 ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი).

ამასთან, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სამხრეთ კორეასთან და ისრაელთან  ხელმოწერილია მემორანდუმები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მისი თქმით, კორეასთან  და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება 2024 წლიდან იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics