|
2023-10-02 19:44:12, 687 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაარსებიდან 15 წელი აღნიშნა
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების 15 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტებისა და ბიუროების უფროსებმა გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო ხედვები წარადგინეს. "გასული 15 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო ეფექტურ და თანამედროვე, ევროპული სტილის ბიზნეს პროცესის შესაბამის ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაცია შეეხო, როგორც სააღსრულებო წარმოებას, ასევე არა სააღსრულებო სერვისებს. დღეს წარმოება გამჭვირვალე, ელექტრონული და ქვეყნის მასშტაბით, სრულად ხელმისაწვდომია. ეფექტურ აღსრულებასთან ერთად, პროცესში გაიზარდა მედიაციის როლი. მაქსიმალურადაა დაცული მხარეთა ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მედიაციის პროცესის გაძლიერებასთან ერთად, იზრდება დავების მორიგებით დასრულების მაჩვენებელი. სააღსრულებო წარმოებისა და სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს პრევენციული კომუნიკაციისა და აღსრულების სამართლის შესახებ საინფორმაციო კამპანია, როგორც მოსწავლეებსა და სტუდენტებში, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. გაზრდილია არასააღსრულებო სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, მათ შორის, მზარდია გამარტივებული საქმისწარმოების, ფაქტების კონსტატაციისა და ქონების შეფასების სერვისების გამოყენების მაჩვენებელი. გაიზარდა და პროგრამულად განვითარდა მოქალაქეთა კონსულტაციის სერვისი. მინიმუმამდეა დაყვანილი მოქალაქეებისთვის ფიზიკური და სატელეფონო კონსულტაციის მოლოდინის რეჟიმი. სრულად გაელექტრონულდა დაარქივებული მასალები და შეიქმნა ციფრული არქივი. აღსრულების ეროვნული ბიურო განაგრძობს განვითარებას, როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ასევე, პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენების კუთხით. დაწყებულია მუშაობა წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დანერგვასა და პროცესის სრულ ავტომატიზაციაზე. 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ერეკლე ღვინიანიძე, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი. გაწეული საქმიანობის შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განხილვის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ, 25 თანამშრომელს მადლობა გამოუცხადა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 2008 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)