12:48 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 18:14:40, 573 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება

უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში საგარეო საქმეთა მინისტერილის დაწყებისას განაცხადა.

გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევში მიმდინარე შეხვედრაში ღიად განიხილება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები, რომელთა შორის მან დაასახელა სასამართლო სისტემის სამართლებრივი ცვლილებები, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ევროკავშირის სგარეო საქმეთა მინისტრების ამ შეხვედრით ევროკავშირი გადავიტანეთ იქ, სადაც ევროპის გული მოცემულ მომენტში ყველაზე ძლიერად ძგერს – აქ, კიევში, უკრაინაში. უკრაინის მომავალი ევროკავშირში, თავისუფლების ჩვენს გაერთიანებაშია და ის მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება. თითოეული სოფლით, თითოეული მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითოეული მეტრით, სადაც ის ადამიანებს იხსნის, ის ასევე აგებს გზას ევროკავშირისკენ. და ჩვენ, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

კიევში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პირველი მინისტერიალია, რომელიც ბლოკის ფარგლებს გარეთ იმართება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსინდისოების დაპატიმრებული საქართველოს სინდისი
2025 წელი - პოლიტიკური პატიმრებით სავსე ციხეები
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი