13:22 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 17:05:25, 770 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექცია - ILO-მა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბეატე ანდრეეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.

"საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მხარეებმა განიხილეს ის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც, რაც დასაქმებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს. ასევე დადებიტად შეფასდა ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და აღსრულების მექანიზმები. განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა რეგიონულ ჭრილში მოწინავე ადგილს იკავებს.  
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს. 

შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ბუბუტეიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭედლიშვილი და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics