|
2023-10-02 09:45:39, 773 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ თავმჯდომარეობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მმართველი კრების შეხვედრა გაიმართა
"საქართველოს რკინიგზის" თავმჯდომარეობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და რუმინეთის სარკინიგზო და საზღვაო კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. "მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: • 2023 წლის 8 თვის შედეგები და ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განხორციელებული გადაზიდვების დროს გამოვლენილი გამოწვევები; • შუა დერეფანში გადაზიდვების ვადების ოპტიმიზაციის მიზნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების გადაზიდვის ორგანიზებისას, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელშიც გადაზიდვის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებებელი იქნება გაწერილი; • კასპიის ზღვის პორტებს შორის (აქტაუ, ბაქო, ალიატი) პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო კომუნიკაციებით საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზების შესახებ შეთანხმება, რომელიც კასპიის ზღვაზე საფიდერო გემების ოპერირების სტაბილურობას უზრუნველყოფს; • კონტეინერების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციების მიღების და გაცვლის პროცესების ავტომატიზაცია და დიჯიტალიზაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ აქტაუში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის 10 წლის იუბილე აღინიშნა. შეხვედრის დასასრულს, საერთო კრების თავმჯდომარემ, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტვირთმფლობელებისთვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)