14:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 10:34:53, 716 ნახვა

ეკონომიკა
აჭარა World Travel Awards-ზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება გაიმართა. ბათუმმა ''World Travel Awards''-ის ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარამ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმმა კი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შეინარჩუნა.

ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს World Travel Awards-ის მფლობელი შარშან მეორედ გახდა, პირველად ტურისტული „ოსკარი" ამ საკურორტო ქალაქმა 2019 წელს მოიპოვა.

World Travel Awards-ის გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის არიან  Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.

World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იყო წარდგენილი. დღევანდელ დაჯილდოებაზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა.

''World Travel Awards''-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics