01:05 - 16 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 17:36:41, 711 ნახვა

სამართალი
უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე წარმოებაში არ მიიღო

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე წარმოებაში არ მიიღო. სასამართლომ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები დასაშვებად არ ცნო.

ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო.

"15 სექტემბერს განიხილა სასამართლომ როგორც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები, ასევე პროკურატურის მიერ წარდგენილი. 6 თვის თავზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საჩივრები არ იქნეს ცნობილი დასაშვებად. არ იყო მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე ადრე თუ გვიან დამთავრდება აუცილებლად სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, იყო წინაპროცესუალური სამართლებრივი მომენტები, რის გამოც ეს საქმე უზენაესი სასამართლოს განხილვის ღირსი უნდა გამხდარიყო. ამ ბრალდებასთან მიმართებაში, ამ ეტაპზე ამოიწურა ქართულ სამართლებრივ სივრცეში ეს საკითხი. ჩვენ გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შესაძლებლობას",- აცხადებს წერეთელი. 

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა. დამთავრდა იმით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამართლდნენ ე.წ. ფულის გათეთრების ნაწილში. მათ არ აქვთ ნასამართლეობა. ერთადერთი, რაც აქ დარჩა, არის სასამართლოს მიერ ხანდაზმულობით რაღაც შენიღბული ვითომდა თაღლითობა, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში",- ამბობს კორძაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 12 იანვარს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საპატიმრო სასჯელის მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო არ მოუწიათ. 26 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი „ვარშავიანკა“ ააფეთქეს
თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვიდან „უპილოტო“ დრონი ჩამოაგდეს
დოროთე ყურაშვილი მღვდელთმოქმედების შეჩერებაზე: მე ეს უფრო მაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერი იქნება
ხოშტარია - არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი