|
2023-09-29 14:15:22, 580 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ნიუ-იორკში გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo&Partners ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება მოიცავდა ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერკლასს და მას ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე სტუმარი დაესწრო: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები. "ღვინის პროფესიონალნებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი. აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Colangelo & Partners, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. მიმიდნარე წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)