|
2023-09-27 19:08:34, 1113 ნახვა
სამართალი
2 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს და დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად ცნეს წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით და 500-500 ლარით დააჯარიმეს. რაც შეეხება აქტივისტ ნოდარ სიხარულიძეს, ის სამართალდამრღვევად ცნეს წარდგენილ ორივე ბრალდებაში და 2000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 27 სექტემებრს გამოაცხადა. ცნობისთვის, 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)