15:02 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 15:16:39, 776 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმი 28-29 სექტემბერს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და მსოფლიო ტურიზმის World Travel Awards-ის დაჯილდოებას უმასპინძლებს

ბათუმი, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიებისთვის ემზადება. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას World Travel Awards საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს 20-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის უწყებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრება. აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„28-29 სექტემბერს ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და მსოფლიო ტურიზმის World Travel Awards-ის ღონისძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალ დონეზე, უნაკლოდ ჩავატაროთ ეს ღონისძიება.

პირველად 2019 წელს მიიღო ბათუმმა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაცია და ახლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტურიზმის ოსკაროსან ქალაქს ერგო პატივი გალა ღონისძიება ჩატარდეს ბათუმში. გვეყოლება 20-ზე მეტი ქვეყნიდან წარმომადგენლები, როგორც მედიის, ასევე ტურისტული ინდუსტრიის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ძალიან მაღალ დონეზე შევძლოთ ამ ღონისძიების ჩატარება და ასე ამბიციურად დავასრულოთ საზღვაო ტურისტული სეზონი",- განაცხადა რიჟვაძემ.

World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან Euronews, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ი. 29 სექტემბერს, ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას.

ბათუმში, World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიასთან ერთად, გაიმართება საერთაშორისო ტურიზმის ფორუმი. ის დაჯილდოების ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს ჩატარდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა შენარჩუნდება
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
Skinest Group მმართველი პარტნიორი - საქართველოს რკინიგზაში კოსმოსური კორუფციაა, იპარავენ ყველაფერს რისი მოპარვაც შეიძლება
EU მოლდოვასთან, ისევე როგორც უკრაინასთან, სამ კლასტერზე ტექნიკურ მოლაპარაკებებს დაიწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი