|
2023-09-27 13:06:20, 693 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამით 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები შეივსება, ხოლო ამჟამად მომუშავე მძღოლები 18-მეტრიან ავტობუსებზე გადანაწილდებიან. „უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 - 3 000 ლარს გამომუშავებით. „ვისაც სურვილი აქვს დასაქმების, უნდა მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება 400 მძღოლზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)