|
2023-09-25 17:36:39, 940 ნახვა
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის ფაქტზე ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი) გადაუკვალიფიცირდა. გრიგორიადისი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისის მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპით გრიგორიადისს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)