2023-09-25 13:04:47, 760 ნახვა
სამართალი
სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს
სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს თავს შეიარაღებული პირი დაესხა, რის შემდეგაც მან იარაღით თავდამსხმელი დაჭრა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ყოფილი პოლიციელი კი, დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,