|
2023-09-22 15:18:13, 1204 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. მისი თქმით, პროექტს სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" წარმართავს და შეირჩევა მშენებელი კომპანია. დავითაშვილის განცხადებით, ამჟამად დაქირავებული კონსულტანტი, ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობას ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, მათ ეს სამუშაო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დაასრულონ და მოხდება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო წარმართავს - შეირჩევა მშენებელი კომპანია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე ჩატარდა ინტერვიუები რამდენიმე მნიშვნელოვან, წამყვან ევროპულ კომპანიასთან. „ესენია დიდი ე.წ. სამეული თუ ოთხეული კომპანია, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან წამყვანი კომპანიები და ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები იმისთვის, რომ სატენდერო პირობები დაზუსტდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ასე რომ, უკვე უახლოეს ხანებში, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული და ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც",- აღნიშნა დავითაშვილმა. რაც შეეხება ფინანსებს, ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებში უკვე არის ასახული - მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი ანაკლიის პორტის განვითარებისთვის. პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილი ასევე განმარტავს, რომ პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტში იქნება მონაცემები წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის დაფინანსება კი, მინისტრის ინფორმაციით, გათვალისწინებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში, რაც ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაშია. „განახლებულია მათ შორის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ MTBS-მა განაახლა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდგომში უკვე ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების შემცირება, რადგან კონკურსი იქნება და კონკურენციის პირობებში შეიძლება შემცირდეს. 589 მილიონი დოლარი - ეს არის პროექტის პირველი ფაზის ღირებულება",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)