03:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 14:20:56, 1167 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტით მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო წილი ექნება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს ინტერესები.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა.

„ანაკლიის პორტის წილების კონსტრუქცია იქნება ასეთი -  51 პროცენტის მფლობელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 49 პროცენტის - კერძო პარტნიორი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არც ერთი რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს  ინტერესებზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარეა წილების ის კონფიგურაცია, რომ  სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიის პროექტში.

„ჩვენ გვექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით, უფლებების გარეშე  უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, როდესაც სტრატეგიულ, კომერციულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი,  პოლიტიკურად მეგობარი ქვეყანა,  კომერციული კუთხით იყვნენ კონკურენტები, ვერ ითანამშრომლონ და დაზიანდეს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი. ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როცა დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics