14:45 - 19 Sep, 2026
|
2023-09-21 09:25:38, 1127 ნახვა
სამართალი
ნიდერლანდების პროკურატურა - უტრეხტში, საქართველოს მოქალაქე ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ნიდერლანდებში, საქართველოს მოქალაქე ასევე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ინციდენტი ქალაქ უტრეხტში, 19 სექტემბერს, საღამოს საათებში მოხდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეჭვმიტანილმა თანამოქალაქეს, 32 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს და მის ვინაობასაც ასაჯაროებს. „ამჟამად, თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)