09:38 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 15:47:00, 1134 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალის პირველი დღე საჯარო ლექციებით გაიხსნა, რომელზეც მომხსენებლებმა ფრინველთა კონსერვაციისა და დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ფესტივალის საპატიო სტუმარმა ნოამ ვეისმა, რომელიც  ფრინველთა საერთაშორისო ბერდვოჩინგისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, ფრინველთა დაცვის კუთხით ისრაელის გამოცდილებაზე ისაუბრა. გარდა ამისა, საჯარო შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს ნიკა პაპოშვილმა თემაზე "გარიელის დაცვა: იხვების დაცვა პოტენციური გადაშენებისაგან კავკასიაში", გიორგი იანქოშვილმა „საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები"და გიზო სესკურია, FFI- საქართველო.

„ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებსა და ტერიტორიებზე. დღეს, ფესტივალის სტუმრები ფრინველებს შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე აკვირდებოდნენ, ხვალ კი გასვლითი ტური პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთანაა დაგეგმილი. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე.

22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და  მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის რეგიონებს შეუტიეს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საზღვრის დარღვევის გამო დრონი ჩამოაგდეს
FT: პუტინს არ სურს ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის დადება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics