16:42 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 12:08:08, 663 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა

ქვეყანაში ელექტრომობილების გავრცელებისა და შემოყვანის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში 80 ლოკაციაზე უკვე არსებობს ელექტროდამტენები.

„თბილისში 80  ლოკაციაზე ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, უფასოდ  დატენონ ავტომობილები. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავცდენოდით დედაქალაქის საზღვრებს და განვახორციელეთ კარგი პროექტი. 20 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ოთხ ადგილზე. კერძოდ, ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით; ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით; ერთი სადგური, ოთხი დამტენით, ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში სწრაფი ელექტროდამტენების სადგურების მოწყობა იგეგმება.

„თბილისში ვაპირებთ სწრაფი დამტენების მოწყობის პროექტის განხორციელებას. ბენზინგასამართი სადგურების მსგავსად, გაჩნდება სივრცე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც სწრაფი ელექტროდამტენები იქნება განთავსებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics