17:01 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 23:03:00, 691 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ოთარ ფარცხალაძე მართავს და აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებს და უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას".

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, წელიწადზე მეტია, მიზანმიმართულად აზიანებენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და შეგნებულად, ჩრდილს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას, დაუსაბუთებლად ამტკიცებენ რა, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციებს.

ფინანსთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველო ეფექტურად განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს, აქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან.

საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე და მიუხედავად ამისა, კვლავაც არ წყდება ყალბი ინფორმაციების გავრცელება პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ.

საზოგადოებისთვის, ასევე, ცნობილია ის პოზიტიური შეფასება, რაც ფინანსთა სამინისტრომ სანქციების აღსრულების ნაწილში დაიმსახურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის დროს.

მიუხედავად ამ აბსურდული განცხადებებისა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, ვიწროპარტიული ამოცანები, ფინანსთა სამინისტრო და მისი სამსახურები, კვლავ, წარმატებით გააგრძელებენ მუშაობას მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics