|
2023-09-19 13:42:04, 703 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მინდა, მივმართო იმ ოჯახებს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს - იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ მორიგ პროექტს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამგორის რაიონში, კერძოდ კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში, ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ და კონკრეტული პროექტის დეტალები. „დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო - ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. ძალიან მიხარია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და მოსახლეობასთან შეთანხმება. ამ კონკრეტულ პროექტს შეგვიძლია დავარქვათ საპილოტე, თუმცა ეს არ არის პირველი პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაკმაყოფილებული იქნება, დაახლოებით, 29 ოჯახი, რომელიც დღეს ქირითაა უზრუნველყოფილი მერიის მიერ. უკვე 30 თვეში მათ ჩაბარდებათ ახალაშენებული კორპუსი, ქართული არქიტექტურით, მათი საცხოვრებელი ფართები იქნება გარემონტებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული. მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, იმ ოჯახებს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს - იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია ზედმეტი ფართების მოთხოვნის შემთხვევები, რის გამოც იბლოკება ბევრი პროექტი. სამწუხაროდ, მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი, პირობითად, ცხოვრობს 50 კვადრატულ მეტრ ფართში, მივცეთ 70 ან მეტი. რა ფართისაცაა თქვენი ბინა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იგივე ფართი გადმოგცეთ, იმ განსხვავებით, რომ ის იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და გარემონტებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. აღნიშნულ პროექტს ტენდერით გამოვლენილი სამშენებლო კომპანია - შპს ,,ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. სატენდერო პირობების მიხედვით, არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, რომლის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „ტასჰაბის“ მიერ. პროექტი ითვალისწინებს 7880 კვ. მ ფართის აშენებას, ხოლო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 7 მლნ 336 ათას 116 ლარი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)