20:13 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 12:34:44, 1369 ნახვა

რეგიონი
ბათუმს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ სასტუმრო შეემატა

ბათუმს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ სასტუმრო შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში განხორციელებული პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.

„განთავსების ახალი ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგმა“ განახორციელა.

120-ოთახიან სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის რუმსში ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 პირი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. ახალი სეზონისთვის დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სასტუმრო კომპლექსს რესტორანი, ბარი და აუზი დაემატება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics