17:00 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 12:01:35, 787 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა გერმანიაში ვორქშოფი გაიარეს

გერმანიაში, ქალაქ ჰერშინგში, აგრარულ სექტორში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის, 31-ე საერთაშორისო ლიდერული ვორქშოფი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა სოფლის მაწოებინოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვორქშოფში 46 ქვეყნის 77 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. აღნიშნული პროგრამა 1962 წლიდან მიმდინარეობს და მასში გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.

„ვორქშოფის მიზანი სექტორში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მონაწილე ქვეყნებში დანერგვის ხელშეწყობაა. სემინარებზე განხილული იყო აგრარულ სფეროში არსებული გამოწვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, კრეატიული ტექნიკების ათვისება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, კონფლიქტის გადაჭრის გზების შემუშავება და მდგრადი განვითარების პრინციპები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა ვორქშოფის მონაწილეებს საქართველოს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესები და დარგის პოტენციალი გააცნეს. სემინარის ფარგლებში, ორგანიზებული იყო ექსკურსიები აგრარულ ფერმებში, ბიოგაზის საწარმოსა და საგანმანათლებლო ცენტრებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics