|
2023-09-13 12:16:40, 1401 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების წინააღმდეგ საქმე შეწყდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების წინააღმდეგ საქმე შეწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თეა ზაქარაშვილი ავრცელებს. ზაქარაშვილი თქმით, 6 საქმიდან - 166-ე მუხლის ნაწილში ყველა საქმე, ხოლო 173-ე მუხლის ნაწილში 13 საქმე შეწყდა, ამასთან 3 საქმეზე სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. "გურჯაანის პროცესი ( ყვარლის ტბაზე დაკავებული 16 მოქალაქის დავა) დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, 16 საქმიდან - 166-ე მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173-ე მუხლის ნაწილში - 13 საქმე, ხოლო დანარჩენ 3 საქმეზე სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა სასამართლომ. ამ ადამიანებს დაკავების შემდეგ 24 საათი და მეტი გაატარებინეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სანამ სასამართლო პროცესზე მიიყვანდნენ. ის 3 სიტყვიერი შენიშვნაც უნდა გაუქმდეს",- წერს ზაქარაშვილი. შეგახსენებთ, რომ 20 მაისს ყვარლის ტბასთან აქციაზე, სადაც აქტივისტები სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების კახეთში გასამართ ქორწილს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)