18:01 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 15:39:51, 853 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

რატი ბრეგაძე რიგაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლატვიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები ესწრებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ხორვატიის, კვიპროსისა და ფინეთის – იუსტიციის მინისტრებთან.

„რატი ბრეგაძემ კოლეგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები განიხილა. კერძოდ, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში საქართველოს გამოცდილებას ევროპელი ექსპერტები გაუზიარებენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარტნიორებს პენიტენციურ სისტემასა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, ნოემბერში საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემა პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში ინოვაციური მიდგომები იქნება.

საქართველოს დელეგაციაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics