|
2023-09-12 10:53:02, 910 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმში თოჯინების პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა
ბაზისბანკის, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერის ფინანსური კონტრიბუციით, 8 სექტემბრიდან - 13 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმი თოჯინების პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მონაწილე მსახიობებმა, 6 მეტრიან თოჯინა „ხეტიალასთან“ ერთად გახსნეს და მასთან ერთად ბათუმის ქუჩები მოიარეს, „საოცრებათა მოედანზე“ კი კახაბერის მუსიკის თანხლებით, საოცარი ემოციები შეუქმნეს ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის ვიზიტორებს. თეატრალურ ფესტივალში შვიდი პროფესიული სახელმწიფო თეატრი მონაწილეობს, რომლებიც თურქეთის, ყაზახეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საერთაშორისო ჟიურის, 8 საკონკურსო და ორ არასაკონკურსო სპექტაკლს წარუდგენენ. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებზე დასწრება მაყურებლისთვის თავისუფალია. 13 სექტემბერს ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, ქართველი მსახიობებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. „ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის პოპულარიზაციის და თანამედროვე სახელოვნებო პროცესების მხარდაჭერის მიმართულებით. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ბათუმის პირველ საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია დარგის განვითარების მიზნით, პოპულარიზაცია გაუწიოს თოჯინურ თეატრებს. დარწმუნებული ვართ, რომ ბაზისბანკის ხელშეწყობით, მომავალშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)