18:59 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 12:09:01, 1164 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალი“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

აგვისტოში, სამომხმარებლო ფასების ზრდამ 0.7% შეადგინა, რაც ყოველთვიურ ჭრილში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ადგილობრივი და მომსახურების კომპონენტი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალიც კი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობის გაზრდილი საერთაშორისო ფასები მომდევნო თვეებში ინფლაციაზე გარკვეულ ზეწოლას განაპირობებს, „თიბისი კაპიტალში“ ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ ადგილობრივი კომპონენტის დინამიკაა საყურადღებო, რადგანაც იმპორტული ინფლაცია უკვე ნეგატიურია. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანია ლარში საპროცენტო განაკვეთების პროგნოზის კუთხით. ამდენად, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, ბოლოდროინდელი საბაზო სცენარი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სადღეისოდ არსებული 10.25%-დან, წლის ბოლოსათვის 9.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, კვლავ ძალაშია.

გასულ კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი დინამიკა, თუმცა, ამჯერად უფრო მეტად უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდებებიდან ამონაგების ინვესტირების, ვიდრე ახალი სააქციო კაპიტალის ხარჯზე. მთლიანობაში, გაზრდილი საინვესტიციო მოთხოვნა, იმპორტში საინვესტიციო საქონლისა და მშპ-ში ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილის მიხედვითაც არის თვალსაჩინო, რაც დროითი ჩამორჩენის გათვალისწინებით, კოვიდის შემდგომ დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის ტემპის გათვალისწინებით, საკმაოდ კანონზომიერი ტენდენციაა.

გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics