|
2023-09-06 10:25:21, 867 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა სომხეთს რომის სტატუტის რატიფიცირებასთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა
მოსკოვმა ერევანს სთხოვა განმარტებები სომხეთის მთავრობის მიერ რომის სტატუტის პარლამენტში რატიფიკაციისთვის გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. „ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ ერევნის პასუხის შინაარსიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზახაროვამ. მიმდინარე წლის მარტში სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას, იუწყება Radio Azatutyun. რამდენიმე ხნით ადრე, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსული მხარე, აცხადდებს რომ რომის სტატუტის რატიფიცირება შეიცავს რისკებს სომხეთსა და რუსეთს შორის მოკავშირე ურთიერთობებისთვის, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ჰაკობ არშაკიანმა, განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ემსახურებოდა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ხელყოფის აღკვეთას. არშაკიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მიღებულ იქნა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)