|
2023-09-05 13:45:28, 1118 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გუდაურში ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი გაიმართა
„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით გუდაურში ეკონომიკის ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა. ბანაკში მონაწილეობა ეკონომიკის ოლიმპიადის ხუთმა გამარჯვებულმა მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები ინტენსიურ სასწავლო კურსს გადიოდნენ და ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 5-6 სექტემბერს სლოვაკეთში გაიმართება. სასწავლო ლექციების ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობდნენ ეკონომიკური აზროვნების ისტორიას, სიღრმისეულად ეცნობოდნენ ფინანსების ძირითად ინსტრუმენტებს, წარმოების ღირებულებასა და კონკურენტულ ბაზრებს, ასევე, მონეტარულ სისტემას, ინფლაციას და სხვა. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებელი და გუნდური სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით და ინტერაქციული აქტივობებით სტუმართან ერთად სიღრმისეულად გაეაზრებინათ ეკონომიკური და ფინანსური საკითხები. ბანაკის დაწყებამდე მოსწავლეებმა ასევე გაიარეს ეკონომიკის ონლაინ კურსი, რომელიც ექვსი შეხვედრისგან შედგებოდა და მოთხოვნა მიწოდების, წონასწორობის, მონეტარული თეორიის პრობლემებს ეხებოდა. ეკონომიკის ონლაინ კურსს და ბანაკს ალექსანდრა შალიბაშვილი ხელმძღვანელობდა. „ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი ეს იყო შესაძლებლობა ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, მომზადებულიყვნენ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. „საქართველოს ბანკისა“ და ორგანიზაცია GELi-ს თანამშრომლობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით საქართველოს მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე პოზიციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და პოტენციალის სრულად ათვისებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, INEV-ის მოდელით და მათი მანდატის ქვეშ პირველად ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში მხოლოდ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს. გამარჯვებულთა შორის არიან ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი, კლიმენტი ბერულავა, ნიკა ვანაძე და გუკა ცაგარეიშვილი. ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს. „საქართველოს ბანკი“ კი არ ჩერდება და აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



