|
2023-09-05 11:32:01, 549 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ავსტრიის დელეგაციას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტყის სექტორში არსებული ვითარება, გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ ავსტრიის დელეგაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრიის მხარდაჭერის შედეგად საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ ბალანსს და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას უზრუნველყოფს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში სატყეო სექტორში 2012 წლიდან მასშტაბური რეფორმა განხორციელდა. 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა ეროვნული სატყეო კონცეფცია დაამტკიცა და სატყეო სექტორში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება დავიწყეთ. სახელმწიფოს სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგად, 2020 წელს საერთაშორისო პრინციპებზე დაფუძნებული ახალი ტყის კოდექსი მივიღეთ. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად დაიწყო ტყის ეროვნული აღრიცხვა და ტყის შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მონიტორინგის სისტემის შემუშავებას ჩაეყარა საფძველი. ყველა ჩვენი ქმედების მიზანი, სატყეო სექტორის განვითარებასთან ერთად, არის ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ასოცირება ევროპის დიდ ოჯახში“, - განაცხადა იური ნოზაძემ. ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფლის მეურნეობისა და ტყის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა გერფრიდ გრუბერიმ საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ტყეების შესახებ ევროკავშირის ფორუმთან საქართველოს თანამშრომლობის საქმეში პარტნიორობის მზაობა გამოთქვა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)