|
2023-09-01 14:53:09, 1100 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და GITA - ს ერთობლივი პროექტის „Code IT“ - ის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, პროექტის - „Code IT“- ის პირველი მოდული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში საქართველოში არსებულ ყველა ტექნოპარკში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, თბილისი) სატრენინგო სერია კოდინგის სფეროში Web და Software Development-ის მიმართულებით ჩატარდა. Code IT – ის მიზანია, მოსწავლეები დააინტერესოს Web Design-ით და Web Development-ით, დაეხმაროს იმ ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რომელიც მათ სამომავლოდ ტექნოლოგიური პროფესიებისთვის მოამზადებს. Code IT - ის პირველმა მოდულმა სტარტი 4 ივლისს აიღო და 24 აგვისტოს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 16 სალექციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს 8 რეგიონიდან, 360 -ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მეორე მოდული კი 8 სექტემბერს დაიწყება, სადაც მოსწავლეები პროგრამირების ენას - Javascript – ს შეისწავლიან და ფინალურ პროექტზე იმუშავებენ. პროექტის მიზანია, მონაწილეებმა კვალიფიციური ლექტორებისგან მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. პროგრამირების სასწავლო კურსში ყოველწლიურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 350-მდე მოსწავლე ჩაერთვება. თითოეულ კურსზე მონაწილეთა რაოდენობა 120-მდე იქნება. ინფორმაციისთვის, სატრენინგო მოდული Web პროგრამირების სამ მიმართულებას აერთიანებს. ესენია: HTML & Css; JavaScript & Responsive Page; React. ლექციები ტარდება ონლაინ, მოსწავლეები კი შეხვედრებს ტექნოპარკებიდან ესწრებიან. ყოველი სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ დავალებებს, რომელსაც ჯგუფურად, ე.წ. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით შეასრულებენ. პროგრამის მონაწილეები ერთმანეთის დახმარებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით, თეორიულად მიღებულ ცოდნას გაიღრმავებენ. კურსის დასასრულს კი მოსწავლეები საბოლოო პროექტებს წარადგენენ, სადაც მათ მიერ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეფასდება. შემაჯამებელი პროექტები ბაზარზე არსებულ კომპანიებს გაეგზავნებათ და ინტერესის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები დასაქმებასაც შეძლებენ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)