17:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 12:44:48, 1025 ნახვა

მსოფლიო
ISW - პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო,- ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პრიგჟინის მკვლელობა "ვაგნერის" როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბოლო ნაბიჯი იყო.

"როსავიაციამ" 23 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. გარდა ამისა, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ მეორე თვითმფრინავი Embraer, რომელიც ვაგნერს ეკუთვნის, მოსკოვიდან გაფრინდა, თუმცა მალევე ოსტაფიევოს აეროპორტში დაეშვა - ზუსტად იმ დროს, როცა პრიგოჟინის თვითმფრინავი აფეთქდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი აჯანყების წუთიდან ანადგურებდნენ "ვაგნერს" და პრიგოჟინის ძალაუფლებას ასუსტებდნენ, ხოლო "ვაგნერის" მეთაურის მკვლელობა იყო "ვაგნერის" როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბოლო ნაბიჯი. 

პრიგოჟინის და უტკინის მკვლელობა დიდ გავლენას იქონიებს "ვაგნერზე", როგორც ბრენდზე. გარდა ამისა, მეთაურებს და მებრძოლებს ლიკვიდაციის შიში ექნებათ და დემორალიზებულები იქნებიან", - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics