|
2023-08-22 16:41:19, 827 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლებს Apple Pay -ისა და სხვა მრავალფეროვანი გადახდის მეთოდების მოთხოვნა უკვე ონლაინ შეუძლიათ
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის მანუალური პროცესების გასაციფრულებლად, ახალი პროდუქტი - ბიზნეს მენეჯერი შექმნა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გადახდების მენეჯერია. ეს პროდუქტი ბიზნესებს გადახდის არაერთი მეთოდის ონლაინ მოთხოვნის შესაძლებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ „საქართველოს ბანკმა“ პირველმა მისცა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა, Apple Pay, Google Pay და სხვა მრავალფეროვან გადახდის მეთოდები, გადახდების მენეჯერის საშუალებით, ონლაინ, დამოუკიდებლად მოეთხოვათ. „საქართველოს ბანკის“ გადახდების მენეჯერი ერთიანი სივრცეა, სადაც ბიზნესებს შეუძლიათ, მარტივად აკონტროლონ არსებული გადახდების მეთოდები, გაეცნონ ანალიტიკას, შეადარონ გადახდების რაოდენობა ბარათების მიხედვით და სხვა. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, ონლაინ მოითხოვონ ისეთი გადახდის მეთოდები, როგორებიცაა: Google Pay, Apple Pay, ონლაინ გადახდები - BOG ავტორიზაციით გადახდა, ბარათით გადახდა, Plus და MR ქულებით გადახდა, ონლაინ განვადება და პირველი ფიზიკური ტერმინალიც კი. ეს სიახლე განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა იმ ბიზნესებისთვის, რომლებისთვისაც ციფრული გადახდის მარტივი და დაცული გზები პრიორიტეტია. „საქართველოს ბანკის“ მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბიზნეს პროცესების გამარტივებას. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს მომხმარებელებს მორიგი ინოვაცია - გადახდის მეთოდების ონლაინ მოთხოვნა შევთავაზეთ. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას“, - განაცხადა ანა ქობალიამ, „საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების ოუნერმა (Digital Product Owner) შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ მიერ ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მაც აღიარა და ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი გადახდების მენეჯერის პლატფორმისთვის „ფინანსური სექტორის ინოვატორები - eCommerce-ის” კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. Apple Pay-ისა და სხვა ონლაინ გადახდებით სარგებლობისთვის და თქვენს ვებგვერდზე მათი დამატებისთვის შედით ბიზნეს მენეჯერში, მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს ინტერნეტბანკში.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)