|
2023-08-22 11:13:17, 920 ნახვა
საზოგადოება
ისტორიული ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“
22-25 სექტემბერს „თიბისი კონცეპტი“ და „მოგზაური“ გთავაზობთ რიგით მესამე „კონცეპტ თავგადასავალს“ ოთხდღიან, ისტორიულ ტურს ტაო-კლარჯეთში. მოგზაურებს მეგზურობას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და მუსიკოსი, ფოტოგრაფი ნოდარიკო ხუციშვილი გაუწევენ. ბუბა კუდავა ამ მხარეში 20 წლიანი მოგზაურობის, სამეცნიერო ექსპედიციების და ძეგლების თუ ისტორიული ადგილების კვლევების საფუძველზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილებით, ჩვენი ქვეყნის წარსულში გვამოგზაურებს. „ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხე-სიმაგრეებით თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, რომ ვერ დაამთავრებ... ტაო-კლარჯეთი ციხე-ქალაქებითა და ციხე-სიმაგრეებით ნაქსოვი პერანგია, სახელმწიფოებრიობის სათავეებია, ქართული კულტურის ერთი ვეებერთელა სახლია, ბუნების მრავალფეროვნების ფეიერვერკია, წარსულში მოგზაურისთვის დაუსრულებელი თავგადასავალია“ - ბუბა კუდავა. ნოდარიკო ხუციშვილი, კი მუსიკალური ნოტების პარალელურად, მოგზაურობაში შეგროვებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების პიზიტიურ გავლენებს გაგვიზიარებს. ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“ იქნება მცდელობა ერთიან კონტექსტში გავიაზროთ ქართული კულტურის და მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ ჩვენივე იდენტობის არსსა თუ რაობაზე, სახელმწიფოებრიობის ისტორიის სათავეებიდან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართულ ნაკვალევამდე. ტურის ფასი 1 ადამიანზე - 1680 ₾ (20%-იანი ფასდაკლებით კონცეპტის მომხმარებლებისთვის). ტურზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00. ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ „მოგზაურის” გუნდს: 599 380 817; 599 908 906. ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Concept-Tour
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)