18:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 17:29:23, 667 ნახვა

მსოფლიო
ტენერიფედან ტყის ხანძრის გამო 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ტყის ხანძრის გამო 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN რეგიონის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ფერნანდო კლავიომ განაცხადა, ხანძარი უკონტროლოა. მან არ გამორიცხა, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტი ადამიანის ევაკუაცია.

”ეს არის, ალბათ, ყველაზე რთული ხანძარი, რაც ჩვენ გვქონდა კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში",- უთხრა კლავიომ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

ამ დროისთვის, ხანძარის შედეგად დამწვარია, დაახლოებით, 2 600 ჰექტარი ტერიტორია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics