22:00 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 18:07:22, 1607 ნახვა

ომი უკრაინაში
ესტონეთი, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, უკრაინის მხარდამჭერ G7-ის დეკლარაციას უერთდება

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი "უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" დიდი შვიდეულის დეკლარაციას შეუერთდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ავრცელებს.

როგორც კალასი აღნიშნავს, ის გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იქამდე სანამ საბოლოო გამარჯვება არ მიიღწევა.

"ესტონეთი, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, უერთდება უკრაინის მხარდამჭერ G7-ის დეკლარაციას. 

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირის გზაზე", - წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ დიდმა შვიდეულმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ხელი ვილნიუსის სამიტზე მოაწერეს. G7-ის წევრმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ ისინი უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics