|
2023-08-15 21:34:40, 944 ნახვა
მსოფლიო
პუტინი დასავლეთს კონფლიქტების პროვოცირებასა და გაღვივებაში ადანაშაულებს
აგრესორი ქვეყნის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც უკრაინაში ომი წამოიწყო, ნატოს ქვეყნები მოგების მიზნით ახალი კონფლიქტების პროვოცირებაში დაადანაშაულა. უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე საუბრისას პუტინმა ბრალი, როგორც მან უწოდა "უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში" დასავლეთის სახელმწიფოებზე გადაიტანა. „რამდე მიგვიყვანს ცეცხლზე ნავთის დამატების პოლიტიკა, ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე. ნეონაცისტურ რეჟიმში მილიარდობით დოლარის გადაყრა, აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდება, მისი გაგზავნა. სამხედრო მრჩევლები და დაქირავებულები, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს, სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთონ მასში“. - აცხადებს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი. კონფერენციაზე ასევე ისაუბრა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანგფუმ, რომელიც ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ლიმ აღნიშნა ღია კომუნიკაციისა და უთანხმოების გადაჭრის მნიშვნელობა. "იქნება ავღანეთი, სირია, კორეის ნახევარკუნძული, უკრაინა თუ ირანის ბირთვული საკითხი, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს მშვიდობასა და მოლაპარაკებებს, ასევე უფრო დიდი საერთაშორისო კონსენსუსის შექმნას." - განაცხადა ლი შანგფუმ. ჩინეთი კიდევ ერთხელ აცხადებს თავის ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის ომში, მაგრამ აშშ-ს და მის მოკავშირეებს რუსეთის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ამავდროულად, პეკინი ინარჩუნებს აქტიურ ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს მოსკოვთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)