|
2023-08-15 11:53:11, 1013 ნახვა
საზოგადოება
Tester’s Day 2023 - „თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება
9-10 სექტემბერს "თიბისის" მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. კონფერენციას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და ევროპის მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი. დღის განმავლობაში ჩატარდება პანელური დისკუსიები, საინტერესო ვოკშოპები, ასევე საზოგადოება გაეცნობა QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის - Quality Assurance ) - ის ბაზრის უახლეს კვლევას. ტესტერთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად სექტემბერში აღინიშნება. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). "თიბისი" მესამე წელია კონფერენციის მხარდამჭერია. GeoSTQB არის საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო -ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიზანია სხვადასხვა ღონისძიებებითა და სასწავლო პროექტების საშუალებით საქართველოში პროგრამული ტესტირების მიმართულების განვითარება, ტრენინგ ცენტრების და კურსების აკრედიტაცია და ISTQB ოფიციალური სხვადასხვა დონის გამოცდის მხარდაჭერა. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერენ Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan, Exactpro და Women’s empowerment principles. ღონისძიებაზე რეგისტრაციას და ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ: http://tkt.ge/TestersDay2023 10 სექტემბრის ვორკშოპის შერჩევა აუცილებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე: https://form.jotform.com/232066463957060
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)