|
2023-08-14 15:07:28, 887 ნახვა
საზოგადოება
დავით ჯელაძე - ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა შეურაცხყოფა და გადარჩენილი ადამიანები გაგვანადგურა
ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა შეურაცხყოფა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები, - ასე გამოეხმაურა შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. ჯელაძე ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ სურს, გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია, რაც შოვში ხდებოდა. "ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველდღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა. ყველაფერი, თურმე, რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. საერთოდ არაფერი რომ არ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ, შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა", - განაცხადა დავით ჯელაძემ "ფორმულასთან" საუბრისას. ცნობისთვის, დღეს, 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასწორი და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შოვში, სტიქიის დროს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს. მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის, რომელიც ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი გადარჩენილის, დავით ჯელაძის ისტორიას, გაუგებარია, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა", როცა "უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა". შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)