03:41 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 11:18:39, 778 ნახვა

საზოგადოება
შსს - რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს.

"სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

მეორე დღეა, სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics