|
2023-08-11 19:18:36, 1048 ნახვა
საზოგადოება
ქარსელაძე რიკოთზე - ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს
10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან, არც ერთი არ იმყოფება საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. როგორც ქარსელაძე აღნიშნავს, ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი. „შეუძლებელია, პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, რომ ამ პირობებში სანქცირებულ შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან სანქცირებული კომპანიები და უადგილო განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი მისცა, ჩააბარა, არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა გამარჯვებული კომპანიების შერჩევა. შეგახსენებთ, რომ რიკოთის ოთხ მონაკვეთზე ოთხი სხვადასხვა კომპანიაა. 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ბევრჯერ გაიჟღერა ცილისწამებამ, რაც უკავშირდება კორუფციას, კორუფციულ გარიგებებს, ეს არის აბსოლუტური ცილისწამება. ხუთი 5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ბუნებაში ასეთი არ არსებობს, მაგრამ კორუფციაში დამდასტურებელი ფაქტის გარეშე, რომ ადანაშაულებენ, იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში,არის დიდი შეურაცხყოფა და ცილისწამება, ასეთი რამ არის დაუშვებელი“, - განაცხადა ქარსელაძემ. შეგახსენებთ, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს პარტია "ლელო". პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)