|
2023-08-11 13:47:13, 1289 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რთველის საორგანიზაციო საკითხები მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2023 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიგვიღია მეწარმეებთან და ფერმერებთან კონსულტაციების გარეშე, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს. სახელმწიფო მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას გააგრძელებს არაერთი მიმართულებით, ცხადია, გაგრძელდება მარკეტინგული მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს. გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და ყველა მევენახეს მიეცეს ყურძნის შეუფერხებელი ჩაბარების შესაძლებლობა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმა რთველში ჩასართავად და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის მზად ყოფნა გამოხატეს.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)