19:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 17:50:19, 1565 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადა

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდავპირველად აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფნით ისარგებლებენ გემები, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის შავი ზღვის პორტებში იმყოფებიან.

„დღეს, ახალმა დროებითმა ჰუმანიტარულმა დერეფანმა დაიწყო მუშაობა. დერეფანი იქნება ძალიან გამჭვირვალე. ჩვენ დავაყენებთ კამერებს გემებზე, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მისია და არ აქვს სამხედრო დანიშნულება",- უთხრა Reuters-ს უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერმა, ოლეგ ჩალიკმა.

უკრაინის მიერ ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უკვე ინფორმირებულია.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics