|
2023-08-09 09:55:52, 704 ნახვა
საზოგადოება
ქარსელაძე - დაკარგულთა სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი - პიროვნებამ განაცხადა, რომ შოვში არ ყოფილა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისში ნაპოვნი პირი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა, შოვში საერთოდ ყოფილა. როგორც ქარსელაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განმარტა, შეტყობინება დაკარგული პირის შესახებ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა, მოგვიანებით კი, შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა და პიროვნება დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა. მინისტრის თქმით, აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც მოხერხდა შეტყობინების ინიციატორის დადგენა, მასთან დაკავშირება და აღმოჩნდა, რომ ბაზაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო მითითებული, პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ კი, მასთან გასაუბრება მოხდა და გაირკვა, რომ ის სტიქიის დროს, შოვის ტერიტორიაზე არ ყოფილა. „ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები ჩაინიშნეს და აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში. პირველ ღამეს მნიშვნელოვნად მეტი შეტყობინება იყო და 34 ადამიანზე ვსაუბრობდით. ვალდებულებაა, რომ რა შეტყობინებაც მოგდის, ვიდრე დადასტურება არ გაქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ის იქნება იმ ადამიანთა სიაში, ვისი მოძიებაც ხდება. როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა და სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად ამ სიაში ეს პიროვნებაც იყო. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არც არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან, არც არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია, ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ დაიწყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები იმისთვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია თუ არ არის. ასე იყო იმ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, როდესაც თავდაპირველად სია მზარდი იყო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა შეტყობინების ინიციატორის დადგენა, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირი და მას სთხოვეს დადასტურება. როდესაც მოხდა უკუკავშირი, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ პიროვნების და როდესაც ინიციატორმა თქვა, რომ ეს სახელი და გვარი კი არა, სხვა სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და მოხდა უშუალოდ ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს პიროვნება დაკარგულთა სიაში აღარ არის“,- განაცხადა ქარსელაძემ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, გუშინ, 8 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა, ცოცხალი იყო და ის პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)