|
2023-08-03 14:56:28, 552 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა და პროექტი შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კერძოდ, ხიდის შეზღუდულ არეალში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია, დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელს ხიდზე ერთიანად განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „დაწყებული გვაქვს შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც მთლიანად მოსაწესრიგებელია და ავარიულ მდგომარეობაში იყო. აღნიშნული სამუშაოები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად დავიწყეთ, რის გამოც, მოძრაობა ხიდის ერთ მხარეს შეზღუდული იყო. შეზღუდულ სამოძრაო ზოლში რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია - ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, ხოლო გზა მოქცეულია ასფალტის ქვედა ფენებში. პროექტის ფარგლებში, ხდება საყრდენების გამაგრება, ფილებისა და მოაჯირების მოწესრიგება. ასევე, წესრიგდება ტროტუარი, მოეწყობა განათების სისტემაც. ტერიტორიაზე მუშაობს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელიც წყალმომარაგების სისტემის განახლებას უზრუნველყოფს. ოქტომბრისთვის, როდესაც სამუშაოებს მთლიანად დავასრულებთ, ხიდი ასფალტის საფარის ბოლო ფენებში მოექცევა“, - განაცხადა კახა კალაძემ. შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ამჟამად, მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვამ ხიდის მეორე ნახევარში გადაინაცვლა, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს მოძრაობა აღდგენილია. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ასევე, დიდუბის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)