23:47 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 12:33:48, 1724 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში მდებარე წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია დაბომბეს. აღნიშნული ინფორმაცია ოლქის რეგიონულმა სამხედრო ხელმძღვანელმა, ოლექსი პროკუდინმა Telegram-ზე გაავრცელა.

შემთხვევის შედეგად  7 ადამიანი - 3 მგზავრი და 4 მაშველი დაშავდა.

"დაშავდა ტროლეიბუსის 3 მგზავრი, რომელიც რუსული თავდასხმის დროს ტაძრის წინ მიდიოდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს",- წერს პროკუდინი სოციალურ ქსელში. 

რაც შეეხება მაშველებს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი დაბომბვის შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობისას, განმეორებითი თავდასხმის დროს დაშავდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics