20:27 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 09:57:38, 1091 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის დაბარების შემდეგ, პოლონეთის დიპლომატიურ უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის, ბარტოშ ციხოცკის დაბარების შემდეგ, პოლონეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი დაიბარა. 

ამის შესახებ პოლონეთის დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინის ელჩი პოლონეთში მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელის, მარჩინ პშიდიჩის განცხადებების გამო იყო დაბარებული.

პშიდიჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინას დიდი მხარდაჭერა აქვს პოლონეთისგან და რომ ქვეყანამ „უნდა დაიწყოს იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა ითამაშა უკრაინისთვის ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics