|
2023-08-01 16:34:10, 835 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის მოადგილე ბათუმის აქციაზე დაკავებულებზე - ცალკეულ მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები
სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა ბათუმის აქციაზე დაკავებულები მოინახულა. როგორც ელენე ღუდუშაური აცხადებს, დაკავებულები პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ და აღნიშნავს, რომ დაკავებულთა ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. "რამდენიმე მათგანი საუბრობს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ამ ფაქტზე. ჩვენ გუშინვე გვქონდა რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით და მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ახლა მათგან ველით სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. ასევე, გუშინ, გვიან ღამით მოვინახულეთ სენაკში დაკავებულები. მათგანაც, რამდენიმე მათგანმა ისაუბრა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პოლიციელების მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მივმართავთ სპეც. საგამოძიებო სამსახურს. [დაკავებულები] თვითონ საუბრობენ ძალის გადამეტებაზე პოლიციელების მხრიდან დაკავების მომენტში. ცალკეულ მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ძირითადად, ეს არის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან", - განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს შემოსვლას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 23 პირი დააკავა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)